ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საგადასახადო რეფორმის კანონპროექტი ამერიკელების ყველაზე მდიდარ ფენას საშემოსავლო ბეგარას გაუზრდის.

პრეზიდენტმა ობამამ ყოველკვირეულ მიმართვაში კონგრესს ე.წ. „ბაფეტის წესის“ მიღებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. დამტკიცების შემთხვევაში საგადასახადო რეფორმის კანონპროექტი ამერიკელების ყველაზე მდიდარ ფენას საშემოსავლო ბეგარას გაუზრდის.

საგადასახადო რეფორმა მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, უორენ ბაფეტის, სახელს ატარებს. მილიარდელი ინვესტორი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ რეფორმას მხარს უჭერს. მისი სკანდალური განცხადებით, უსამართლობაა ის ფაქტი, რომ ის შემოსავლის უფრო დაბალპროცენტიან გადასახადს იხდის, ვიდრე მისი მდივანი.

„ბაფეტის წესის“ კანონპროექტის მიხედვით, ის, ვისი შემოსავალიც 1 მილიონ დოლარს აჭარბებს, ვალდებული იქნება გადასახადისთვის იმდენივე პროცენტი გაიღოს, რაც საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანმა. პრეზიდენტი ობამას თქმით, ამერიკის 98 პროცენტს, ანუ ოჯახებს, რომელთა წლიური შემოსავალი 250 ათას დოლარზე ნაკლებს შეადგენს, გადასახადი არ უნდა გაეზარდოთ.

XS
SM
MD
LG