ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დაიკავე ვოლ-სტრიტის" აქციები გრძელდება


დემონსტრანტები აცხადებენ, რომ აკრძალვა კანონით მხოლოდ კომერციულ უწყებებს ეხება და შეზღუდვა არ უნდა გავრცელდეს საზოგადოების უფლებაზე-თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი.

„დაიკავე უოლ სტრიტის“ მოძრაობის ეს მონაწილე ნიუ იორკის პოლიციის ქმედებას აკრიტიკებს და მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საპროტესტო ბანერის ზომის გამო, სამართალდამცავმა უწყებებმა ხმაური არ უნდა ატეხონ.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ აკრძალვა კანონით მხოლოდ კომერციულ უწყებებს ეხება და შეზღუდვა არ უნდა გავრცელდეს საზოგადოების უფლებაზე-თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი.

უკანასკნელი დაპირისპირება "დაიკავე უოლ სტრიტის" აქციის მონაწილეებსა და ძალოვან უწყებას შორის ნიუ იორკის უნიონის მოედნის პარკში მოხდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ძალით დაშალა დემონსტრანტები და მათ მცდელობას შეუშალა ხელი ზუკოტის პარკის ხელახალ ალყასთან დაკავშირებით. ზუკოტის პარკი დაახლოებით ორ კილომეტრშია განლაგებული იმ ადგილიდან, სადაც გასულ სექტემბერს დაიკავე უოლ სტრიტის მოძრაობა დაიწყო.

მოძრაობის წარმომადგენელი შერმან ჯექსონი, აცხადებს, რომ პოლიციასთან მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, ამერიკულ მედიას ყურადღება გადააქვს მოძრაობის მთავარი გზავნილიდან, რომელიც ამერიკაში შემოსავლებს შორის უთანასწორობის და კორპორატიული სიხარბის წინააღმდეგ მიმართული პროტესტია. ჯექსონის განცხადებით, ნიუ იორკში დაიკავე მოძრაობისთვის საგანგებო და მუდმივი ადგილის გამოყოფა აუცილებელი და მნიშვნელოვანი არ არის.

„ჩვენ სოციალურ მედიას აქტიურად ვიყენებთ, ინფორმაციას ვავრცელებთ ფეისბუკით, თვითერით, ელ ფოსტით. ერთი საათის განმავლობაში რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზება შეგვიძლია.“

პროფესიით საქსოფონისტი, და ერთერთი დემონსტრანტი დეივ ინთრათორი ამბობს, რომ მოძრაობისთვის ნიუ იორკის ქუჩებში ფიზიკურად ყოფნა მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ადამიანების მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პოლიტიკაზე, მიმდინარე მოვლენებზე და არსებულ პრობლემებზე აზრის თავისუფლად გამოხატვა მხოლოდ პოზიტიური მოვლენაა და ეს დღეს არის ფუფუნება. იგი დასძენს, რომ მშვიდობიანი ფორმით თავშეყრა, მიუხედავად ამგვარი ღონისძიებების ხმაურიანი და არაორგანიზებული ხასიათისა, აუდიტორიისთვის ძლიერი გზავნილია, და რომ ამ ღონისძიებებს მხოლოდ კორპორაციები უყურებენ შიშთ, კორპორაციები რომლებიც ყველაფერს ეფექტურობისა და მოგების ჭრილიდან აფასებენ.

„აზრის თავისუფლად გაცვლა-გამოცვლა თავისუფლების ერთერთი იდეალია. მას თანამედროვე სამყაროში გამუდმებით თავს ესხმიან, და ამახინჯებენ მის სახეს. შესაბამისად, ამ იდეასთან მიმართებაში, ჩვენთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ნიუ იორკში ყოფნა.“

ამ ფონზე, ზუკოტის პარკში ტურისტების სიმრავლე იგრძნობა. თუმცა აქვეა პოლიციის გაზრდილი შემადგენლობა და ბარიკადები. ნიუ იორკელი გარი დარში ამბობს, რომ ძალადობის შესაძლო ესკალაციამ მას პარკშ სტუმრობა გადააფიქრებინა.

„სიტუაცია ნამდვილად დაძაბულია უსაფრთხოების ძალებთან და მე არ შემიძლია ვთქვა ვინ არიან პარკის სტუმრები, ან რატომ მიღებენ იქ ყოფნისას სხვადასხვა ადამიანები სურათებს. შესაძლოა, ჩემი ნათქვამი პარანოიად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე არ ვენდობი იმ ხალხს, ვინც ამ პარკში იმყოფება, ისინი შეიძლება კონკრეტული ორგანიზაციების დავალებებს ასრულებდნენ.“

"დაიკავე უოლ სტრიტის" მოძრაობის წარმომადგენლები ამ წუთებში ზუკოტის პარკში არ იმყოფებიან, თუმცა იქ პოლიციის საგუშაგოსთან შუქურა მუდმივად ანთია.

რაც შეეხება საპროტესტო აქციის მონაწილეთა საპროტესტო ბანერებს, დემონსტრანტებმა დააკმაყოფილეს პოლიციის მოთხოვნები და ბანერს მხოლოდ შემჭიდროვებული ფორმატით გამოიტანენ პარკში.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG