ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული ქვეყნების ლიგის ლიდერი სირიაში ჩადის


არაბული ქვეყნების ლიგის ლიდერი სირიაში ჩადის
არაბული ქვეყნების ლიგის ლიდერი სირიაში ჩადის

ერთი კვირის წინ გაეროს უშიშროების საბჭომ გააკეთა განცხადება ეკონომიკური სანქციების, მათ შორის ნავთობის ემბარგოს შესახებ.

არაბული ქვეყნების ლიგის უფროსი ნაბილ ელარაბი სირიაში ქვეყნის პრეზიდენტს ბაშარ ალ ასადს ხვდება. ნაბილ ელარაბი პრეზიდენტთან სირიის უშიშროების ძალების მიერ დემონსტრანტებზე თავდახმის შესახებ ისაუბრებენ.

სირიის უშიშროების ძალების მიერ დემონსტრანტებზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 2200 ადამიანი დაიღუპა.

სირიის მთავრობა შეიარაღებულ დაჯგუფებებსა და ტერორისტებს ადანაშაულებს ქვეყანაში არსებულ არეულობასთან დაკავშირებით.

ამის ფონზე, საერთაშორისო საზოგადოებრიობა ბაშარ ალ ასადისგან მოითხოვს შეწყვიტოს დეომონსტრანტებზე თავდასხმა.

პარასკევს ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება დაიბლოკოს დამასკოს ენერგეტიკის სექტორისთვის ახალი ინვესტიციები.

ერთი კვირის წინ გაეროს უშიშროების საბჭომ გააკეთა განცხადება ეკონომიკური სანქციების, მათ შორის ნავთობის ემბარგოს შესახებ.

ამის ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა რომ ოფიციალური მოსკოვი მხარს უჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სირიის წინააღმდეგ წამოყენებულ სანქციებს.

XS
SM
MD
LG