ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი აშშ-ს ბრალდებებს უარყოფს


ირანი აშშ-ს ბრალდებებს უარყოფს
ირანი აშშ-ს ბრალდებებს უარყოფს

ირანის ხელისუფლებამ უარყო ამერიკელთა მტკიცება, თითქოს თეირანი ერაყელი პარტიზანების გაწვრთნაში იღებდა მონაწილეობას, რომლებიც ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ იბრძოდნენ.

ირანის დაზვერვის სამსახურის უფროსის ჰეიდარ მოსლეჰის განცხადებით, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

ორშაბათს შეერთებული შტატების ახალმა თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები დაუნდობლად გაუსწორდებიან იმ შიიტ მებრძოლებს, რომლებიც ირანელებმა გაწვრთნეს და ამჟამად ერაყში აწარმოებენ დივერსიებს.

ივნისში შიიტმა მეომრებმა 14 ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს ერაყში. ამ თვეში კიდევ ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა მათთან შეტაკების შედეგად.

XS
SM
MD
LG