ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუკაშენკო მეხუთე ვადით პრეზიდენტად რჩება


၀။
၀။

დსთ-ს სადამკვირებლო მისიამ არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარა.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოცხადდა. ალექსანდრე ლუკაშენკო პოსტზე უკვე მეხუთე ვადით დარჩა. საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების 80 პროცენტი დააგროვა. ოპოზიცია ლუკაშენკოს ხმების გაყალბებაში ადანაშაულებს. თუმცა, დსთ-ს სადამკვირებლო მისიამ არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარა. მისიის ხელმძღვანელმა სერგეი ლებედევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დამკვირვებლებმა ვერ აღმოაჩენს ფაქტები, რომელიც ამ არჩევნების კანონიერებას ეჭვის ქვეშ დააყენებდა.

კვირას საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, პოლიციამ დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილი ოპოზიციის მიტინგი, ხელკეტების გამოყენებით დაშალა. ათი ათასობით დემონსტრანტი ლუკაშენკოს გამარჯვებას აპროტესტებდა. მომიტინგეებმა სამთავრობო შენობებს ქვები დაუშინეს, რამდენიმე შენობაში შეჭრაც კი სცადეს. პოლიციამ რამდენიმე ასეული დემონსტრანტი დააპატიმრა, არის ცნობები დაშავებულთა შესახებაც.

მათ შორის არის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ვლადიმირ ნეკლიაევი რომელმაც გონება დაკარგა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეერთებულმა შტატების და ევროპკავშირის დიპლომატებმა ბელარუსის ხელისუფლების ქმედება და დემონსტრაციის წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენება მკაცრად დაგმეს. სპეციალური განცხადება გააკეთა ევროპის უსაფრთხოებისა და თანაშრომლობის ორგანიზაციამაც. ეუთო ლუკაშენკოს ხელისუფლებას, მომხდარზე პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.

კერძოდ, ეუთოს სადამკვრვებლო მისიის წარმომადგენელმა ტონი ლოიდმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებზე ძალადობრივი თავდასხმები და დაპატიმრებები, ასევე ასობით აქტივისტის, სამოქალაქო სექტორის და ჟურნალისტის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები არის ის, რაც არჩევნების სამართლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ლუკაშენკო მოსკოვს ეწვია და კრემლთან გართულებული ურთიერთობის მოგვარებას შეეცადა.

ევროკავშრიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ მათ ბელარუსში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხი აღელვებთ.

XS
SM
MD
LG