ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰომსში ისევ არეულობაა


ჰომსში ისევ არეულობაა
ჰომსში ისევ არეულობაა

რეზოლუციას, რომელიც ბაშარ ალ ასადს ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას სთხოვს, მხარი 193-დან 137-წევრმა დაუჭირა.

სირიელი აქტივისტების განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ქალაქ ჰომსის დაბომბვას, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს გერნერალურმა ასამბლეამ გუშინ სირიის მთავრობის მოქმედებები და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფაქტები დაგმო.

აქტივისტები აცხადებენ, რომ ჰომსი ტანკებისა და საარტილერიო ცეცხლის სამიზნეა. დღეს ქალაქის ცენტრალური ნაწილი დაიბომბა.

გუშინ გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში დააადანაშაულა.

გუშინვე, გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას, რომელიც ბაშარ ალ ასადს ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას სთხოვს, მხარი 193-დან 137-წევრმა დაუჭირა.

XS
SM
MD
LG