ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კაროლინაში პრაიმერები გაიმართა


სამხრეთ კაროლინაში პრაიმერები გაიმართა
სამხრეთ კაროლინაში პრაიმერები გაიმართა

მიუხედავად იმისა, რომ პრაიმერი შტატში დილიდან დაიწყო, კანდიდატები მაინც აგრძელებენ საარჩევნო კამპანიას და ხალხთან შეხვედრებს.

დღეს სამხრეთ კაროლინას შტატში პრაიმერის მორიგი რაუნდი დაიწყო, სადაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები ერთმანეთისთვის ჯერ არნახული კონკურენციის გაწევას ცდილობენ.

როიტერის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პრაიმერი შტატში დილიდან დაიწყო, კანდიდატები მაინც აგრძელებენ საარჩევნო კამპანიას და ხალხთან შეხვედრებს. ამ მიზნით, მიტ რომნიმ და ნიუტ გინგრიჩმა ხალხთან შეხვედრა ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე ადგილზე დანიშნეს.

უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, ამერიკის წარმომადგენელთა პალატის ყოფილ სპიკერს ნიუტ გინგრიჩს მხარდამჭერები ემატება. მასაჩუსეტის ყოფილ ბუბერნატორ მიტ რომნის კი ლიდერობის შენარჩუნება უჭირს.

რამდენიმე კვირის წინ პოლიტიკური მიმომხილველები აცხადებდნენ, რომ რომნი ადვილად გაიმარჯვებდა სამხრეთ კაროლინას პრაიმერში. დღეს ამ პროგნოზის გაკეთება ძნელია.

XS
SM
MD
LG