ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ყოველკვირეული გამოსვლა


ობამას ყოველკვირეული გამოსვლა

ობამამ თავის ყოველკვირეულ გამოსვლაში მადლიერება გამოხატა იმ ამერიკელების მიმართ რომლებიც ერაყში მსახურობდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ყოველკვირეულ გამოსვლაში განაცხადა, რომ სამხედრო მისია ერაყში დიდი წარმატებით დასრულდა. მან იქვე დასძინა, რომ ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებაც სწორედ ერთობლივი ძალებით არის შესაძლებელი.

ობამამ თავის ყოველკვირეულ გამოსვლაში მადლიერება გამოხატა იმ ამერიკელების მიმართ რომლებიც ერაყში მსახურობდნენ. ერაყში ერთ ნახევარი მილიონი ამერიკელი მსახურობდა, აქედან 4, 500 დაიღუპა.

ამერიკის სამხედრო ძალებმა 31 დეკემბრამდე ერაყი უნდა დატოვონ, და პასუხისმგებლობა ერაყის უშიშროების ძალებს გადასცენ.

პრეზიდენტმა გამოსვლაში ასევე მიმართა კონგრესს და აღნიშნა, რომ ომის ვეტერანების წინაშე ამერიკის მთავრობა ვალდებულია პასუხისმგბელობით მოეკიდოს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს.

შეგახსენებეთ, რომ ობამას ადმინისტრაცია და რესბუბლიკელები ვერ შეთანხმდნენ შიდა პრობლემების მოგვარების გზებზე. სადავო საკითხებში შედის ამერიკის ფედერალური ბიუჯეტი, სუსტი ეკონომიკა და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი.

ამ ფონზე, სენატმა სამხახურების ნაწილობრივ დახურვის რეზოლუციას დღეს უნდა უყაროს კენჭი. წარმომადგენელთა პალატამ ეს კანონპროექტი გუშინ დაამტკიცა,რაც სავარაუდოდ მისი სენატში გასვლის გარნატიაა.

XS
SM
MD
LG