ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება


აშშ-ს ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება

პოლიციის მიერ დაიკავე უოლსტრიტის ნიუ იორკის აქციის ძალადობრივმა დაშლამ, დემონსტრანტებს და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთობა გაამწვავა.

ამის მიუხედავად, ზუკოტის პარკის მსგავსად გაურკვეველი ხნით დაბანაკებული აქციები ამერიკის კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში დაშალეს. მათ შორისაა ორეგონის შტატის ქალაქი პორტლენდი, ატლანტა, ჯორჯიის შტატში და კალიფორნიის ერთ-ერთი ცენტრალური ქალაქი ოკლენდი.

რაც შეეხება უცხოეთში გამართულ კაპიტალიზმის და უთანასწორობის წინააღმდეგ მიმართულ ანალოგიურ პროტესტებს, ლონდონელი აქციონერები დაშლაზე უარს აცხადებენ. დემონსტრაციის მონაწილეები აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ გრინვიჩის დროით საღამოს 6 საათზე დაწესებულ სამიტინგო დროის ლიმიტს.

15 ოქტომბერს დაწყებული აქცია 200-მდე კარვით და ათასობით დემონსტრანტით წმიდა პავლეს საკათედრო ტაძართან დღესაც გრძელდება.

XS
SM
MD
LG