ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლუმბიაში ამბოხებულთა ჯგუფის ლიდერი მოკლეს


კოლუმბიაში ამბოხებულთა ჯგუფის ლიდერი მოკლეს

კოლუმბიის სამხედრო ძალებმა ქვეყნის უკიდურესად მემარცხენე ამბოხებულთა ჯგუფის ლიდერი მოკლეს. ალფონსო კანო, რევოლუციური არმიის უმაღლესი სარდალი სამხედრო რეიდის დროს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე კაუკას რეგიონში გარდაიცვალა.

ხუან მანუელ სანტომ, კოლუმბიის პრეზიდენტმა, სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ კანოს სიკვდილი რევოლუციური არმიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი იყო და ამბოხებულთა დანარჩენ ლიდერებსაც იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.

ალფონსო კანო რევოლუციური არმიის სარდალი მისი დამაარსებლის, მანუელ მარულანდა ველესის გარდაცვალების შემდეგ გახდა. კანოს ნამდვილი სახელია გილიერმო საენზ ვერგასი. ის აგრონომის, საშუალო კლასის ოჯახში დაიბადა. სტუდენტობისას კანო კომუნისტურ პარტიას შეუერთდა და 1970 წელს კი 10 წლის წინ დაარსებულ კოლუმბიის რევოლუციურ არმიაში გაწევრიანდა.

სპეციალისტების აზრით, არაფორმალურ სამხედრო დაჯგუფებაში 9 000-მდე წევრია. კოლუმბია, შეერთებული შტატები და ევროკავშირი მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG