ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში რეიდს მსხვერპლი მოჰყვა


სირიაში რეიდს მსხვერპლი მოჰყვა
სირიაში რეიდს მსხვერპლი მოჰყვა

სირიის ოპოზიციამ პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტი შექმნა და თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში განცხადება სირიის სათათბიროს დაფუძნების შესახებ გააკეთა.

15 ადამიანი დაიღუპა სირიის უშიშროების ძალების მიერ განხორციელებულ ხელახალ რეიდში, რომელიც პარასკევის მასობრივი ლოცვის შემდეგ განხორციელდა. სირიელი აქტივისტების თქმით მკვლელობათა უმრავლესობა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ჯაბალ ალზავიას რეგიონში მოხდა. ანალოგიურ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალურ პროვინციებშიც.

ადამიანის უფლებათა დამცველები ლონდონიდან იტყობინებიან, რომ ორი ადამიანი დაიღუპა ცენტრალურ ქალაქ ჰომსში, სადაც დემონსტრანტთა დიდ ჯგუფს და სირიის უშიშროების ძალებს შორის შეტაკება მოხდა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კიმუნმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში სირიის პრეზიდენტს ძალადობის ესკალაციაში დასდო ბრალი და კიდევ ერთხელ მოუწოდა სირიის ხელისუფლებას სასწრაფოდ შეწყვიტოს რეპრესიები.

პარალელურად ხუთშაბათს სირიის ოპოზიციამ პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტი შექმნა და თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში განცხადება სირიის სათათბიროს დაფუძნების შესახებ გააკეთა. სათათბირო 140 წევრს აერთიანებს და მათი ნახევარი სირიაში იმყოფება.

XS
SM
MD
LG