ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეგიონალური სემინარი წამების წინააღმდეგ


რეგიონალური სემინარი წამების წინააღმდეგ
რეგიონალური სემინარი წამების წინააღმდეგ

ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი სასამართლო სამედიცინო ექსპერტების, უფლებადამცველების, ფსიქიატრების მონაწილეობით საქართველოში პირველად ჩატარდა 3 დღიანი რეგიონალური ტრენინგი, რომლის მიზანია რეგიონში წამების ფაქტების ექსპერტიზის დანერგვა , თუ როგორ უნდა მოხდეს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით წამების ფაქტების დოკუმენტირება, წამების ფაქტების ეფექტური გამოძიება, ექსპერტიზის ჩატარება..

სემინარის მონაწილეები, სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი სპეციალისტები საუბრობდნენ წამების შედეგებზე ადამიანების ფსიქიკაზე, წამების სხვადასხვა მეთოდებზე, ეს მეთოდებია ცემა ხელკეტებით, ან სხვა საგნით, წამება ელექტროდენით, გაუპატიურებით, სექსუალური წამება, წამება იზოლაციით, სიცივით, სიბნელეში ყოფნით, შიმშილით, უწყლობით, წამების მუქარა ოჯახის რომელიმე წევრის ან სხვა ახლობელი ადამიანის მიმართ , სამედიცინო დახმარების გარეშე ადამიანის დატოვება და სხვა მრავალი მეთოდები არსებობს წამების.

ზემოაღნიშნული რეგიონალური შეხვედრა თბილიში წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. ცენტრის ხელმძღვანელი მაკა ჯიშკარიანი კითხვაზე, გამოიყენება თუ არა წამების ზემოჩამოთვლილი მეთოდები დღესაც სომხეთში, საქართველოში და აზერბაიჯანში პასუხობს, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები არა მხოლოდ სამხრეთკავკასიის რეგიონში ფიქსირდება :

”რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა წამების სპეციალური მომხსენებლის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ უმრავლეს ქვეყანაში, სამწუხაროდ დღესაც გამოიყებნება წამება და არაადამიანური მოპყრობა. წამების მეთოდები სხვადასხვაა, წლების განმავლობაში ეს მეთოდები უფრო და უფრო იხვეწება და უფრო და უფრო ფსიქოლოგიურ ხასიათს ატარებს. იზოლაცია, დაშინება, არ მიწოდება წყლის, საჭმლის, დამუქრება , ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურ ხასიათს ატარებს. რა იქნება შეფასებული წამებად და რა არაადამიანურ მოპყრობად, სასამართლოს გადასაწყვეტია და გადასაწყვეტია იმ ადამიანის, ვინც აწამეს.

”ამერიკის ხმის” კითხვაზე, თუ ბედავს ნაწამები ადამიანი სარჩელის შეტანას, მაკა ჯიშკარიანი პასუხობს, რომ სწორედ ეს არის ქვეყნების მოვალეობა.. 187 ქვეყანაა შეერთებული გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციას. ამით ამ ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება ებრძოლონ წამებას: ” - აღმოფხვრა წამების, არაადამიანური მოპყრობის შეიძლება შეუძლებელი იყოს, ასეთი ფაქტი შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს: ციხეში, პოლიციაში, კონფლიქტის ზონაში, სამხედრო კონფლიქტის დროს, მაგრამ ქვეყნის მოვალეობა სწორედ ეს არის, თუ არ არის იქ განსაკუთრებული მდგომარეობა, როგორც ჩვენს შემთხვევაში, ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში, სადაც ვერ შევდივართ, ვერ ვიძიებთ.. მაგრამ ქვეყნის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ ასეთი ფაქტები სწრაფად და ეფექტურად იქნას გამოძიებული და დამნაშავეები კანონის შესაბამისად დასჯილი. განსხვავება ჩვენსა და ევროპულ ქვეყნებს შორის სწორედ ის არის, რომ ევროპაში ის, ვინც წამება ჩაიდინა, მკაცრად ისჯება. სამწუხაროდ, საქართველოში პრაქტიკულად სწრაფი, ეფექტური, მიუკერძოებებლი გამოძიება არ ხდება.. ჩვენი კანონმდებლობა ძალიან ხარვეზულია, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიც კი არ მოიცავს არანაირ სტანდარტებს სწრაფი და ეფექტური გამოძიებისთვის. ასეთი საქმეების გამოძიება იწელება, ზოგ შემთხვევაში ექსპერტიზა საერთოდ არ ინიშნება”.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა ჯიშკარიანის თქმით წამების წინააღმდეგ ბრძოლაში არასამთავრობო პროფესიული ორგანიზაციების როლი უნდა გაიზარდოს :

” წამების საწინააღმდეგო კონვენცია არის სავალდებულო დოკუმენტი, მაგრამ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ნება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს აისახოს კონმდებლობაში და შემდეგ ეს კანონმდებლობა შესრულდეს”.

ჩვენ გვაქვს დღეს უფრო მეტი შესაძლებლობა ამ მიმართულებით განვითარდეთ. ჩვენ თუ მოვახერხეთ და ამ მიმართულებით განვითარდით, საქართველოში დემოკრატიული პრინციპების დანერგისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - აცხადებენ ადამიანის უფლებების დამცველები.

XS
SM
MD
LG