ბაღდადთან ახლოს გამაჯანსაღებელ ცენტრთან 59-ის დაღუპვის გარდა, 125 ადამიანი დაიჭრა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტერორისტმა თავი დღეს აიფეთქა.
აღსანიშნავია, რომ რამადანის მარხვის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, ეს პირველი მასშტაბური ტერორისტული აქტია.
მოჰამედ ჯაზიმი ინციდენტის თვითმხილველია:
“მათ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ, მომხდარში მთავრობაა დამნაშავე, რადგან ის მოქალაქეების დასაცავად არაფერს აკეთებს.”-აცხადებს ჯაზიმი.
ერაყელი პოლიტიკოსები, არჩევნებიდან 5 თვის შემდეგ, მთავრობის ჩამოყალიბების გზებზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ. პოლიტიკური პროცესების განვითარება ერაყში ბლოკირებულია. გასულ კვირას პირველად დაფიქსირდა წამყვანი კოალიციის ლიდერის, ყოფილი პრემიერის აიად ალავის მოქმედ პრემიერ ნური ალ მალიკისთან მოლაპარაკების მცდელობა.
გამოუვალი მდგომარეობა, სულ უფრო და უფრო ამყარებს იმის საფრთხეს, რომ ამერიკის ჯარების ქვეყნიდან გასვლის შემდეგ, ერაყის მთავრობა უშიშრეობის პასუხისმგელობის საკუთარ თავზე აღებას ვერ შეძლებს.
დარჩენილი 50.000 სამხედროს საბოლოო გაყვანა ერაყის ტერიტორიიდან ამერიკის გეგმის მიხედვით ამ თვის ბოლომდე უნდა მოხდეს.