ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო “სეირნობა” მოსკოვში


საპროტესტო მშვიდობიანი მარშით დაახლოებით 7 ათასამდე ადამიანმა ორი კილომეტრი გაიარა.

მოსკოვში მორიგი არასანქცირებული საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

როგორც ოპოზიცია უწოდებს, მათ რუსეთის დედაქალაქში მასობრივი “სეირნობა” მოაწყვეს, სადაც რამდენიმე გამოჩენილი რუსი მწერალიც მონაწილეობდა, მათ შორის ბორის აკუნინი. სხვადასხვა ინფორმაციით, საპროტესტო მშვიდობიანი მარშით დაახლოებით 7 ათასამდე ადამიანმა ორი კილომეტრი გაიარა.

გასულ კვირას გამართული აქციის დროს, პოლიციამ რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავა.

XS
SM
MD
LG