ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქრისტიანების ყველაზე დიდი დღესასწაული - მაცხოვრის აღდგომა მოძრავია და გაზაფხულზე, ახალი სტილით, 4 აპრილსა და 8 მაისს შორის აღინიშნება.

დღეს მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2012 წლის სააღდგომო ეპისტოლე გამოაქვეყნა. პატრიარქის წერილში ყურადღება გამახვილებულია პატიმრების უფლებებზე, ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნეობაზე და ასევე ე.წ. ახალ იდეოლოგიაზე. უწმინდესმა და უნეტარსმა ილია მეორემ თავის ეპისტოლეში თბილისში „ბუდა ბარის“ მშენებლობაზეც ისაუბრა.

"როგორც ჩანს, ,,ახალი იდეოლოგიის" გამოვლინება და გამოხატულებაა 100 000 ქართველის წამების უწმიდეს ადგილზე ბუდა-ბარის აშენება. ასევე ქალაქის ცენტრში ცოდვის სახლების, _ კაზინოსა (თანაც საპატრიარქოს გვერდით) და ტოტალიზატორის.. გახსნა, სოდომ-გომორის ცოდვის ჩამდენთა და მათი მსგავსი სხვა ,,გმირების" პოპულარიზაციაა," - აცხადებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

ქრისტიანების ყველაზე დიდი დღესასწაული - მაცხოვრის აღდგომა მოძრავია და გაზაფხულზე, ახალი სტილით, 4 აპრილსა და 8 მაისს შორის აღინიშნება. 325 წელს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების განჩინებით, აღდგომის თარიღის გამოთვლა გაზაფხულის ბუნიობის (დღისა და ღამის თანასწორობა) და სავსე მთვარის მიხედვით ხდება.

XS
SM
MD
LG