ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოპენჰაგენში შეთანხმება შედგა


ევროპამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფინანსურ კრიზისში მყოფი საბერძნეთი ორჯერ იხსნა.

დღეს, კოპენჰაგენში შეკრებისას, ევროზონის 17ი სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრი შეთანხმდა, რომ ევროზონის სავალუტო ფონდში, მომავალი წლის განმავლობაში 500 მილიარდ დოლარს შეიტანს.

ამით ევროზონის საგანგებო დახმარების ფონდმა 1 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც კარგი წინაპირობაა პრობლემური ქვეყნების მიერ მსოფლიო ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის თავიდან ასაცილებლად.

შეგახსენებთ, რომ ევროპამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფინანსურ კრიზისში მყოფი საბერძნეთი ორჯერ იხსნა, ასევე მილიარდობით დოლარის დახმარება აღმოუჩინა ირლანდიასა და პორტუგალიას.

ფინანსურად ძლიერი ევროზონის დახმარების ფონდი მიმართულია ბლოკის ქვეყნების სამომავლო კრიზისიდან დასაცავად, რომელიც შესაძლოა დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების-იტალიისა და ესპანეთის დეფოლტს მოჰყვეს.

XS
SM
MD
LG