ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტიამერიკული დემონსტრაციები ავღანეთში


ანტიამერიკული დემონსტრაციები ავღანეთში
ანტიამერიკული დემონსტრაციები ავღანეთში

პოლიციამ დემონსტრაციის დასაშლელად ჰაერში ისროლა, თუმცა ერთი ადამიანი დაიჭრა.

უკვე მეოთხე დღეა ავღანეთის ქალაქებში ანტიამერიკული დემონსტრაციები არ წყდება. პროტესტის დაწყების მიზეზი ნატოს ბაზაზე ყურანის ეგზემპლარების დაწვა გახდა. ქაბულში შეკრებილი მამაკაცები დღეს სკანდირებდნენ: „სიკვდილი ამერიკას.“

ოფიციალური პირების ცნობით, პოლიციამ დემონსტრაციის დასაშლელად ჰაერში ისროლა, თუმცა ერთი ადამიანი დაიჭრა. პარასკევი მუსლიმთათვის წმინდა დღეა და ამიტომ დემონსტრაციები მეჩეთებში ლოცვის დასრულების შემდეგ გაიმართა. დღესვე განცხადება გაავრცელა ავღანეთში ამერიკელი სამხედროების სარდალმა გენერალმა ჯონ ალენმა. მან ავღანელებს თავშეკავებისკენ და მოთმინებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ყურანის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გრძელდება მოწმეების დაკითხვა. ერთობლივ გამოძიებას ნატოს სარდლობა და ავღანეთის ხელისუფლება აწარმოებს. მღელვარება ავღანეთში სამშაბათს დაიწყო, რის შედეგადაც დღემდე 13 ადამიანია დაღუპული.

XS
SM
MD
LG