ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ


ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ

2011 წლის ნობელის პრემია მშვიდობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამ ქალბატონს გადაეცემა.

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში დღეს პრესტიჟული მშვიდობის პრემიის ახალი მფლობელის ვინაობა გამოცხადდა. 2011 წლის ნობელის პრემია მშვიდობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამ ქალბატონს გადაეცემა. ესენი არიან: ლიბერიის რესპუბლიკის პრეზიდენტი 72 წლის ელენ ჯონსონ სირლეფი, ლიბერიის მშვიდობისათვის მებრძოლი ლიმაჰ გბოვი, 39 წლის და იემენელ ქალთა უფლებადამცავი, ჟურნალისტი ტავაკულ კარმანი, რომელიც სულ 32 წლისაა.

ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ამ სამი ქალბატონის და ზოგადად ქალთა როლი სამშვიდობო პროცესებში და პატივი მიაგო მათ ღვაწლს მშვიდობის დამყარების და მისი განმტკიცების საქმეში.

ნობელის პრემია შეძლებული შვედი მეწარმის, ალფრედ ნობელის, მიერაა დაარსებული, რომელმაც თავის დროს დინამიტი გამოიგონა. ნობელის პრემიით დაჯილდოვების პირველი ცერემონიალი 1901 წელს გაიმართა.

XS
SM
MD
LG