ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ისრაელის ოფიციალირი პირები აცხადებენ რომ საელჩოს შენობაში დარჩენილ 6 ადამიანს ეგვიპტის კომანდო გაუკეთა ევაკუაცია.

ეგვიპტის დედაქალქში, ქაიროში დემონსტრანტების მიერ ისრაელის საელჩოზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ეგვიპტის მთავრობამ საგანგებო შეხვედრა მოაწყო კრიზისთან დაკავშირებით. დემონსტრანტებმა დაანგრიეს საელჩოს შენობის დამცავი კედელი, შეიჭრნენ შენობაში და გაანადგურეს დოკუმენტები. საპროტესტო აქციის დაშლა ეგვიპტის უშიშროების ძალებს არ უცდიათ.

თუმცა, ეგვიპტის მთავრობამ განაცხადა რომ დემონსტრანტებსა და ქვეყნის პოლიციის შორის შეტაკებას სულ მცირე 3 ადამიანი შეეწირა და 1000-მდე ადამიანი დაშავდა. ამავე განცხადების თანახმად, ერთერთი დაღუპულთაგანი გულის შეტევით გარდაიცვალა.

საელჩოზე თავდასხმის გამო, ისრაელის ელჩმა იცხაკ ლევანონმ, მისმა ოჯახმა და 80-მა თანამშრომელმა სასწრაფოდ დატოვეს ქვეყანა და ისრაელში გადაფრინდნენ.

ისრაელის ოფიციალირი პირები აცხადებენ, რომ საელჩოს შენობაში დარჩენილ 6 ადამიანს ეგვიპტის კომანდო გაუკეთა ევაკუაცია.

ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ელჩის მოადგილე ეგვიპტეში დარჩა. მიუხედავად იმის რომ ისრაელის მთავრობა მადლობელია ეგვიპტის მთავრობის მიერ გაწეული დახმარების გამო, ისინი ეგვიპტის მთავრობას საერთაშორისო ნორმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG