ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეჭვმიტანილს მალე გაასამართლებენ


ადვოკატებს ეჭვმიტანილის რუანდაში გადაგზავნა არ სურდათ, რადგან სამშობლოში სამართლიანი განაჩენის იმედი არ ქონდათ.

საერთაშორისო კრიმინალურმა ტრიბუნალმა რუანდას გენოციდში პირველი ეჭვმიტანილი სამშობლოში იმ მიზნით დააბრუნა, რომ მან საკუთარ დანაშაულზე პასუხი სასამართლოს წინაშე აგოს.

გენოციდში ეჭვმიტანილი ჟან უვინკინდი კიგალიში ხუთშაბათს ჩავიდა. მის ადვოკატებს ეჭვმიტანილის რუანდაში გადაგზავნა არ სურდათ, რადგან სამშობლოში სამართლიანი განაჩენის იმედი არ ქონდათ.

რუანდას გენოციდში ეჭვმიტანილ დეზერტირთა საძიებო სამსახურის უფროსის ჟან სიბოინტორეს განცხადებით, საერთაშორისო ტრიბუნალის ეს გადაწყვეტილება პოზიტიური მოვლენაა. ამიერიდან შესაძლებელი გახდება გენოციდში ეჭვმიტანილი დეზერტირები ნორვეგიიდან, საფრანგეთიდან და კანადიდან რუანდაში გასამართლდნენ.

XS
SM
MD
LG