ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.

სირიის ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, ქვეყანას ძალადობის ახალმა ტალღამ გადაუარა.

ამერიკის ხმასთან საუბარში სირიელმა ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის დამასკოს რამდენიმე გარეუბანში მოხდა შეტაკება, რომლის დროსაც სამი ჯარისკაცი დაიღუპა.

სროლის ხმა ისმოდა ქალაქ ჰომსშიც, სადაც სამთავრობო ძალების ჯარსიკაცებმა უიარაღო ქალებს გაუხსენს ცეცხლი. ამ ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.

ხუთშაბათს გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა უშიშროების საბჭოს წევრებს გაუცხადა, რომ სირიის ქალაქები და სოფლები ბრძოლის ველად გადაიქცნენ. მან სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს 10 აპრილისთვის ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG