ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევიდ კამერონმა ბოდიში მოიხადა


დევიდ კამერონმა ბოდიში მოიხადა
დევიდ კამერონმა ბოდიში მოიხადა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ქვეყნის მოსახლეობის წინაშე ოფიციალური ბოდიში მოიხადა. გაზეთ „სანდეი ტელეგრაფის“ ერთ-ერთ ინტერვიუში მან საკუთარი ოპონენტის კანცლერ ედ ბოლსის ჟესტიკულაციის და მეტყველების მანერა ტორეტის სინდრომით დაავადებულ ადამიანებს შეადარა.

„ბი-ბი-სის“ კორესპონდენტთან ენდრიუ მართან საუბარში ბატონმა კამერონმა განაცხადა, რომ ნაუცბადევად გაკეთებულ კომენტარში მან შეცდომა დაუშვა და ბოდიშს უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც ამის გამო თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

ტორენტის სინდრომი ნევროლოგიური დაავადებაა და უნებლიე მოძრაობებით, სახის კუნთების კრუნჩხვით, მეტყველების დეფექტით და სხვა მრავალი სიმპტომით ხასიათდება.

XS
SM
MD
LG