ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძეთის პარლამენტი გადაწყვეტილების წინაშე დგას


საბერძეთის პარლამენტი გადაწყვეტილების წინაშე დგას

ოპოზიციის ლიდერმა ანტონის სამარასმა პრემიერ-მინისტრის გადგომა მოითხოვა.

დღეს საბერძნეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გეორგი პაპანდრეუს ნდობის ვოტუმის საკითხი დადგება.

ბატონმა პაპანდრეუმ საბერძნეთის ეკონომიკური პრობლემების გამო მანამდე საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა, რამაც მსოფლიო ლიდერების განრისხება გამოიწვია, რომლებიც გაკოტრების პირას მისული ქვეყნის გადარჩენას ცდილობენ.

პაპანდრეუს გეგმებმა მისი სოციალისტური პარტიის წიაღშიც ვერ პოვა მხარდაჭერა, რადგან ეს ძალზე დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, რადგან შესაძლოა საბერძნეთის დეფოლტი გამოეწვია.

ხუთშაბათს ოპოზიციის ლიდერმა ანტონის სამარასმა პრემიერ-მინისტრის გადგომა მოითხოვა.

XS
SM
MD
LG