ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის მიმართ ულტიმატუმს ვადა ხვალ ეწურება


კადაფის მიმართ ულტიმატუმს ვადა ხვალ ეწურება

ინტერპოლმა მუამარ კადაფის და მისი ვაჟის სეიფ ისლამის დაპატიმრების ორდერი გასცა.

ბანი ვალიდის მახლობლად გამაგრებულ ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს მეომრებს მუამარ კადაფის ერთგულმა ძალებმა რაკეტები დაუშინეს. ხვალ იწურება ულტიმატუმის ვადა, რომელიც გარდამავალმა საბჭომ კადაფის მომხრეებს წაუყენა.

ამასობაში მუამარ კადაფის მთავრობის წევრი გენერალი ალი კანა და სხვა ოფიციალური პირები ლიბიიდან ნიგერში გადავიდნენ. ამ ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ამ პირებმა რამდენიმე ათეულ მომხრესთან ერთად დღეს გადაკვეთეს ლიბიის საზღვარი.

გენერალი კანა ლიბიის სამხრეთში განლაგებული ჯარების სარდალი იყო, ის ამ რაიონში გაბატონებული თუარეგის ტომის წარმომადგენელია.

ოთხშაბათს ნიგერის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ლიბიიდან 18 ადამიანმა გადმოკვეტა საზღვარი, მაგრამ მუამარ კადაფი მათ შორის არ იყო.

ამასობაში ინტერპოლმა მუამარ კადაფის და მისი ვაჟის სეიფ ისლამის დაპატიმრების ორდერი გასცა. ასევე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა ლიბიის დაზვერვის ყოფილ უფროსზე. ამ პირების ადგილსამყოფელი უცნობია. მათ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებენ.

XS
SM
MD
LG