ავსტრალიის პოლიციამ შეწყვიტა გამოძიება ვიკილიკსის წინააღმდეგ, რადგან ვერანაირი კანონდარღვევა ვერ აღმოაჩინა აღნიშნული ვებ-გვერდის საქმიანობაში.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ჯულია ჯილარდის განცხადებით, "ვიკილიკსის" მიერ შეერთებული შტატების დიპლომატიური მიმოწერის გამოქვეყნება, ავსტრალიის კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება.
ჯულიან ასანჟი გუშინ გაათავისუფლა ბრიტანეთის სასამართლომ 300,000 დოლარის გირაოს გადახდის შემდეგ. ამჟამად იგი შინაპატიმრობაში იმყოფება და შვედეთში ექსტრადიციის საფრთხე ემუქრება.