ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელებს საწვავის ფასი აღელვებთ


ამერიკის ზოგიერთ შტატში სწავავზე გაზრდილმა ფასმა ერთ გალონზე (2 ლიტრზე) 4 დოლარი შეადგინა.

შეერთებულ შტატებში საწვავზე ფასების გაზრდამ მძღოლთა უკმაყოფილება გამოიწვია.

ამერიკული პეტროლიუმის ინსტიტუტის უფროსი ეკონომისტი ჯონ ფელმუ საწვავზე ფასების მომატებაში, უდიდესი ქვეყნების მიერ მასზე გაზრდილ მოთხოვნილებას მიიჩნევს:

“უდავოა, რომ განვითარებადი ქვეყნები უფრო მეტ ნავთობს მოიხმარენ, ვიდრე განვითარებული ქვეყნები. სწორედ ამიტომ გაორმაგდა საწავავის ფასი.”

საწვავზე გაზრდილმა ფასებმა ასევე გარკვეული ცვლილებები შეიტანა საჰაერო ბიზსნესშიც. შესაბამისი კონტრაქტის მეშვეობით, ისინი საწვავს ერთ კონკრეტულ ფასად შეიძენენ.

ამერიკის მომხმარებელთა ფედერაციის წარმომადგენელმა მარკ კუპერმა, აღნიშნული გარიგება ურაყოფითად შეაფასა და განაცხადა:

“ეს სპეკულაცია საწავავის ფასს კიდევ გაზრდის .”

საწინააღდეგოს ფიქრობს ექსპერტთა ერთი ნაწილი. მათი აზრით, საწვავის ფასების მომატება, ირანთან დაძაბულმა უთიერთობამ გამოწივია.

პეტერსონის უნივერსიტეტში არსებული საერთაშორისო ეკონომიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი ოში ხანი აღნიშნავს, რომ შიში იმაზე, რომ ქვეყანა საწვავის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება - უსაფუძვლოა.

ამერიკის ზოგიერთ შტატში სწავავზე გაზრდილმა ფასმა ერთ გალონზე (2 ლიტრზე) 4 დოლარი შეადგინა. სტატისტიკის თანახმად, ყოველი, საშუალო ამერიკელი, წელიწადში დაახლოვებით 3000 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ საწვავის ფასებს მსოფლიოს ბაზარი განსაზღვრავს და ამიტომ მისი შეცვლა არაფრით არ შეიძლება.

XS
SM
MD
LG