ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ობამას ახალი განცხადება


პრეზიდენტ ობამას ახალი განცხადება

განცხადების თანახმად, პროექტი რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს შექმნიდა, შეამცირებდა ამერიკის დამოკიდებულებას უცხოურ ნავთობზე.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირობა დასდო, რომ კომპანიებს, რომლებიც ამერიკაში სამუშაო ადგლებს შექმნიან, გარკვეული შეღავათებით დააჯილდოვებს, ხოლო დაისჯებიან ისინი, ვინც სამუშაო ადგილებს ამერიკის საზღვრებს გარეთ ქმნიან.

მის ყოველკვირეულ გამოსვლაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კომპანიები, რომლებიც ამერიკაში აბანდებენ ინვესტიციებს საგადასახადო ხარჯები შეუმსუბუქდებათ.

ჩრდილოეთ დაკოტას სენატორმა ჯონ ჰოვენმა რესპუბლიკელების ყოველკვირეულ მიმართვაში გააკრიტიკა პრეზიდენტი "ქვაკუთხედური XL ნავთობსადენის" პროექტის უარყოფის გამო.

ამავე განცხადების თანახმად, პროექტი, რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს შექმნიდა, შეამცირებდა ამერიკის დამოკიდებულებას უცხოურ ნავთობზე.

ობამას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ პროექტის განხილვასა და დამტკიცებას მეტი დრო სჭირდება.

XS
SM
MD
LG