ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო პაკისტანში ოპერაციებს ახორციელებს


ნატო პაკისტანში ოპერაციებს ახორციელებს

ნატოს მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად დაიღუპა 26 პაკისტანელი ჯარისკაცი და დაიჭრა 14.

პაკისტანის ოფიციალურ პირთა განცხადებით, ნატოს მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად დაიღუპა 26 პაკისტანელი ჯარისკაცი და დაიჭრა 14.

მათივე ცნობით, ალიანსის ვერტმფრენებმა ავღანეთის საზღვართან მდებარე ორ სამეთვალყურო პუნქტზე მიიტანეს იერიში. პაკისტანმა სამაგიეროს გადახდის მიზნით ნატოს მომარაგების სატვირთო მანქანებს ავღანეთთან საზღვარი სასწრაფოდ გადაუკეტა. ქვეყნის სამხედრო და სამოქალაქო ლიდერები დღეს მოგვიანებით შეიკრიბებიან და მომხდარ ინციდენტს განიხილავენ.

პაკისტანის არმიის სპიკერის თქმით ოპერაცია გაურკვეველ ვითარებაში განხორციელდა და პროვოცირებას პაკისტანის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ნატოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი ინციდენტს იძიებენ. ავღანეთში ალიანსის მეთაურმა, გენერალმა ჯონ ალენმა, დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

XS
SM
MD
LG