ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმის დროს, გუბერნატორის სახლში ადგილობრივი პოლიციის უფროსი და ნატოს ორი ოფიციალური პირი იმპოფებოდა.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარვანის პროვინციის გუბერნატორის რეზიდენციაზე მეამბოხეების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ექვსი თვითმკვლელი ტერორისტი რეზიდენციის ტერიტორიაზე მას შემდეგ შეიჭრა, რაც შესასვლელთან სატვირთო მანქანაში მოთავსებული ბომბი ააფეთქეს.

თავდასხმის დროს, გუბერნატორის სახლში ადგილობრივი პოლიციის უფროსი და ნატოს ორი ოფიციალური პირი იმპოფებოდა. ისინი პარვანის პროვინციის უშიშროების კაკითხებს განიხილავდნენ.

დაღუპულთა შორის ხუთი პოლიციელია, ხოლო 14 კი ადგილობრივი მთავრობის სამოქალაქო თანამშრომლელი იყო.

XS
SM
MD
LG