ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დემონსტრაციებს კვლავ ახშობენ


სირიაში დემონსტრაციებს კვლავ ახშობენ
სირიაში დემონსტრაციებს კვლავ ახშობენ

სირიის უშიშროების ძალებმა კიდევ ორი ადამიანი გამოასალმეს სიცოცლხეს დეირ ელ-ზურის პროვინციაში.

სირიის უშიშროების ძალებმა კიდევ ერთხელ იხმარეს იარაღი და ცრემლსადენი გაზი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც პარასკევობით ანტისამთავრობო გამოსვლებს აწყობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

თვითმხილველთა განცხადებით, უშიშროება მიტინგის დაშლას ქალაქ დარააში ჰაერში სროლით ცდილობდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს ქალაქ ლატაკიაშიც და ერთი ადამიანი მოკლეს.

დღეს ათასობით სირიელმა მიიღო მონაწილეობა მთვარობის საწინააღმდეგო გამოსვლებში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომის მოთხოვნით.

ადამიანის უფლებათა დამცავი აქტივისტების განცხადებით, სირიის უშიშროების ძალებმა კიდევ ორი ადამიანი გამოასალმეს სიცოცლხეს დეირ ელ-ზურის პროვინციაში.

უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში სირიის სამთავრობო ძალებმა, სულ ცოტა 1600 სამოქალაქო პირი მოკლეს.

XS
SM
MD
LG