ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში უმუშევრობის კოეფიციენტი კვლავ გაიზარდა


ამერიკაში უმუშევრობის კოეფიციენტი კვლავ გაიზარდა
ამერიკაში უმუშევრობის კოეფიციენტი კვლავ გაიზარდა

სამუშაო ადგილების ნელი ზრდა, რესპუბლიკელ კანონმდებლებს აიძულებს ეჭვქვეშ დააყენონ მთავრობის ინიციატივა.

მიუხედავად იმისა, რომ ცხრა თვის განმავლობაში შესაძლებელი გახდა მცირეოდენი სამუშაო ადგილის დამატება, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასაქმების პრობლემის აღმოფხვრა, კვალ ნელი ტემპით მიმდინარეობს. მესამე თვისთვის უმუშევრობის კოეფიციენტმა უმნიშვნელოდ მოიმატა.

აღნიშნულმა მოვლენამ, გარკვეული შეშფოთება გამოიწვია “ვოლ სტრიტზე,” მაშინ როდესაც ექპსერტ-ანალიტიკოსების 90 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობდნენ.

ზოგიერთმა ეკონომისტმა ხაზი გაუსვა ამერიკის ეკონომიკის რღვევის პროცესში იმ დროებით ფაქტორებს, რომლებმაც საწვავზე ფასების გაზრდა და დასაქმებულთა რიცხვის მასიური შემცირება განაპირობეს. ეკონომისტი ბეთ-ენ-ბოვინო ამბობს, რომ ყოველივე ამის შემდეგ, შენელებული პროცესი ხანგრძლივ დროს მოიცავს.

“ჩვენ მოველით სირთულეებიდან გამოსავალს და მჯერა, რომ ამის უმეტესი ნაწილი გარკვეულ წილად არამყარი იქნება წლის პირველ ნახევარში,” - განაცხადა ბეთ-ენ-ბოვინმა.

სამუშაო ადგილების ნელი ზრდა, რესპუბლიკელ კანონმდებლებს აიძულებს ეჭვ ქვეშ დააყენონ მთავრობის ინიციატივა. კერძოდ, ეკონომიკის გაუმჯობესების სტრატეგიის ეფექტურობა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბონერი კითხულობს: - “სადაა სამუშაო ადგილები?.”

“საბიუჯეტო ხარჯები, გადაჭარბებული სამთავრობო რეგულაციები და არსებული დიდი ვალი, სამუშაო ადგილების შექმნას აფერხებს ქვეყნის მასშტაბით. ოჯახებსა და დამსაქმებლებზე მომატებული საგადასახადო ვალდებულებები მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს,” - ამბობს ჯონ ბონერი.

მრავალჯერ დებადებით გამოწვეულ თემაზე - თუ როგორ მოხდეს 14 ტრილიონი დოლარის ვალის გადაფარვა, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს:

“ბოლო 16 თვის განმავლობაში, ჩვენ შევძელით 2 მილიონზე მეტი კერძო დასაქმების ადგილების შექმნა, მაგრამ ეკონომიკური ვარდნის ტემპის შედეგად 8 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგა, რაც ადასტურებს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ დიდ დეფიციტში ვართ.

ექპერტების თქმით, ეკონომიკური პროგრესი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პრეზიდენტის ხელმეორედ არჩევნების პროცესში. მათი მოსაზრებით, მოსახლეობის საარსებო პირობების გაუმჯობესებისათვის, ყოველთვიურად, დამატებით 125 ათასი სამუშაო ადგილის შექმნაა საჭირო. ეს რიცხვი უნდა გაორმაგდეს ყოველ თვე რათა დაწეულ იქნას უმუშევრობის კოეფიციენტი.

XS
SM
MD
LG