ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი ძალას არ გამოიყენებს, მაგრამ თავდაცვის უფლებას იტოვებს


თბილისი ძალას არ გამოიყენებს, მაგრამ თავდაცვის უფლებას იტოვებს
თბილისი ძალას არ გამოიყენებს, მაგრამ თავდაცვის უფლებას იტოვებს

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

სეპარატისტული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მეთაურები ბაღაფში და კოკოითი მზადყოფნას გამოთქვამენ ვალდებულებაზე, რომლის მიხედვითაც ისინი თბილისის წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებენ. ძალის არ გამოყენების ვალდებულებისთვის იურიდიული ძალის მინიჭებას, ისინი ჟენევის შეხვედრების ფორმატში მოითხოვენ. ორივე ლიდერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სოხუმის და ცხინვალის უსაფრთხოების მთავარი გარანტი რუსეთია.

შეგახსენებთ, 23 ნოემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თბილისი ტეროტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალას არ გამოიყენებს,მაგრამ იტოვებს თავდაცვის უფლებას.

მოსკოვის პირველი პასუხი თბილისის პირობაზე ძალის არ გამოყენების თაობაზე, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა კოსაჩოვმა გააჟღერა.მან განაცხადა რომ:

”დიალოგის დაწყებამდე თბილისმა ორი ნაბიჯი უნდა გადადგას : პირველი - გაანალიზოს, რაც მოხდა სინამდვილეში 2008 წლის აგვისტოს და მეორე - უარი თქვას ტერმინზე ”ოკუპირებული ტერიტორიები.”

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია თვლის, რომ აღნიშნული ქმედებებით, რუსეთი მიდის თვითიზოლაციისკენ :

” ერთი რამ ფაქტია, არის ნატოს პოზიცია, არის ევროკავშირის პოზიცია, ეუთოს პოზიცია და მინუს ერთი ქვეყანა. საქმე ასეთ მდგომარეობამდე მიდის, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა უკვე სამიტებზე ვეღარ ჩერდება, ვერ უსმენს, რასაც მსოფლიო საზოგადოება ელაპარაკება. ყველა ლიდერმა, ვისაც მეტნაკლებას წონა აქვს საერთაშორისო დონეზე ეუთოს სამიტზე პირდაპირ უთხრა ერთი და იგივე : "ეს არის ოკუპაცია, ამ ტერიტორიებზე მოხდა ეთნოწმენდა, თქვენ უნდა წაიღოთ უკან ე.წ. აღიარება და უნდა შეუშვათ დამკვირვებლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე”.

მიუხედავად არსებული რეალობისა, მოუწოდებს თუ არა თბილისი მოსკოვს პოლიტიკური დიალოგისკენ?

"ჩვენ ვართ ღია ყველასათვის" - აცხადებს შოთა მალაშხია.

დღეს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამ დღეებში ოფიციალური წერილები გაუგზავნა გაეროს გენერალურ მდივანს, ეუთოს და ევროკავშირის პირველ პირებს, ნატოს გენერალურულ მდივანს, ევროკომისიის პრეზიდენტს.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააცნო მათ ის სამშვიდობო ინიციატივები, რომლითაც სტრასბურგში ევროპარლამენტის წინაშე და ასტანაში ეუთოს სამიტზე გამოვიდა.

XS
SM
MD
LG