ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ამერიკული ვერტმფრენი ჩამოვარდა


როგორც კოალიციის პრესცენტრის გენერალ ლეიტენანტი ჯეიმს ვილიამსი აცხადებს, ავარიის მიზეზი სამხედრო იერიში არ არის.

ხუთშაბათს ამერიკულმა ვერტმფრენმა, რომელზეც ოთხი ჯარისკაცი იმყოფებოდა, ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კატასტროფა განიცადა.

ოფიციალური ვერსიით, კატასტროფა უამინდობამ გამოიწვია. ეკიპაჟის წევრების მდგომარეობის შესახებ დეტალები ჯერ არ გავრცელებულა. როგორც კოალიციის პრესცენტრის წარმომადგენელი ლეიტენანტი ჯეიმს ვილიამსი აცხადებს, ავარიის მიზეზი სამხედრო იერიში არ არის.

ავღანეთში რამდენიმე დღეა მეამბოხეები გააქტიურდნენ, რაც სავარაუდოდ მედიაში გავრცელებულმა ამერიკელი ჯარისკაცების მიერ გადაღებულმა ფოტოებმა განაპირობა. ფოტოებზე ავღანელ თვითმკვლელთა ცხედრებია ასახული.

XS
SM
MD
LG