ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაჰრეინში ანტისამთავრობო გამოსვლები განახლდა


ბაჰრეინში ანტისამთავრობო გამოსვლები განახლდა
ბაჰრეინში ანტისამთავრობო გამოსვლები განახლდა

სამეფო ოჯახის განკარგულებით უშიშროების ძალებმა დედაქალაქის მთავარი მოედანი დატოვეს.

ბაჰრეინში ანტი-სამთავრობო გამოსვლები მას შემდეგ განახლდა, რაც სამეფო ოჯახის განკარგულებით უშიშროების ძალებმა დედაქალაქის მთავარი მოედანი დატოვეს.

ოპოზოციამ ეს მოქმედება სუნიტური დინასტიის მხრიდან დიალოგის დაწყების სურვილად შეაფასა. დემოკრატიის მომხრე აქტივისტებმა თავისუფლების მოედანზე კარვების ქალაქი აღადგინეს.

ორი დღის წინ აქ ბაჰრეინის უშიშროების ძალებმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს, რომლის დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა და 230 დაშავდა. ბაჰრეინის ოპოზიციურმა შიიტურმა პარტიამ მთავრობის გადადგომა მოითხოვა.

XS
SM
MD
LG