ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დატყვევებული სომალელი მეკობრეები სამხრეთ კორეაში ჩაიყვანეს


დატყვევებული სომალელი მეკობრეები სამხრეთ კორეაში ჩაიყვანეს
დატყვევებული სომალელი მეკობრეები სამხრეთ კორეაში ჩაიყვანეს

სამხრეთ კორეის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მეკობრეებს სამუდამო პატიმრობა ელით.

სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების ცნობით, ხუთი ეჭვმიტანილი სომალელი მეკობრე დღეს შესაძლო სასამართლო პროცესისთვის სამხრეთ კორეაში ჩამოიყვანეს. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებმა სომალელი მეკობრეები არაბულ ზღვაში გატაცებულ სატვირთო გემზე ჩატარებული რეიდის დროს დაატყვევეს.

სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვის ცნობით, ხუთი სომალელი მეკობრე დღეს სამხრეთ კორეის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ბუსანში ჩაიყვანეს, სადაც ისინი წინასწარ პატიმრობაში დაკითხვას გადიან. სამხრეთ კორეის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მათ სამუდამო პატიმრობა ელით.

XS
SM
MD
LG