ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო შიმშილის და სიღარიბის წინააღმდეგ


გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განცხადებით, ქვეყნების მდგრადი განვითარება წარმოუდგენელია შიმშილისა და საკვები დეფიციტის აღმოფხვრის გარეშე.

ამ მიზნით, ორგანიზაციამ ახალი დოკუმენტი შეიმუშავა, რომელიც საკვებისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში ფუნდამენტურ ცვლილებებს ისახავს მიზნად.

ალბერტო სანდოვალი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ბუნებრივი რესურსების განყოფილებაში უფროსი თანამშრომელია. მისი თქმით, ბუნებრივი რესურსების უდიდესი ნაწილი საარსებო საშუალებების დონის ამაღლებას ხმარდება:

„წყლის 60 პროცენტი საკვებ სისტემებს ხმარდება. სათბურებში გამოყოფილი საწვავის 30 პროცენტი სასურსათო სექტორებისთვის გამოიყენება, რომელშიც ასევე იმავე რაოდენობის გლობალური ენერგიის მოხმარებასაც ვხედავთ. საკვების ერთი მესამედი კი, მსოფლიოს მასშტაბით, დაკარგულია ანუ ნარჩენის სახით პირდაპირ ნაგავსაყრელზე მიდის.“

თავის დროზე ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება 1992 წელს რიო-დე-ჟანერიოში დედამიწისადმი მიძღვნილ სამიტზეც დაეთმო. თუმცა, სამიტზე მიღებული ფუნდამენტური პრინციპები მსოფლიოს ქვეყნებმა მოგვიანებით არ გაიზიარეს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კვების სპეციალისტი ფლორენსია იგალის თქმით, არასწორ კვებასთან ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებას დაბალანსებული დიეტის დაცვა წარმოადგენს:

„კარგი იქნება, თუ ზოგიერთ ადგილას კვების სისტემის საკითხს გადახედავენ, განსაკუთრებით კი მის გამომუშავებას. ეს ყველაფერი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბუნებრივი რესურსების ადგილობრივი მოხმარების სფეროში.“

დიეტოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის გამართული სექტორის მეშვეობით, შესაძლებელია შემოსავლების გაზრდა. ამასთანავე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სოციალური დაცვის პროგრამებს შეუძლია სახელმწიფოებს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევასა და შიმშილის აღმოფხვრის სფეროში დაეხმაროს.

2050 წლისათვის მსოფლიო მოსახლეობის გაზრდილი რაოდენობა 9 მილიარდს მიაღწევს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის თანახმად, თუ საკვების მიმდინარე მოხმარება გაიზრდება, მაშინ 60 პროცენტზე მეტი პროდუქტის გამომუშავება გახდება საჭირო.

თუმცა, ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ თამამი პოლიტიკური გადაწყვეტილებები შემოსავლების გაზრდაზე, კვების უპირატესობებზე, საკვების ნარჩენებად გამოყენებასა და სოფლის მეურნეობის წარმოებაზე ზეგავლენას მოახდენს.

XS
SM
MD
LG