ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ქარიშხლების სეზონი იწყება


ქარიშხლების თავლსაზრისით განსაკუთრებული აქტივობაა მოსალოდნელი ინდოეთის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ.

შეერთებული შტატების ოკეანის და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, ატლანტის და წყნარი ოკეანეების სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიებზე წელს ქარიშხლების ალბათობა საშუალოზე დაბალია.

აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში ატლანტის ოკეანის მხარეზე ქარიშხლების სეზონი პირველი ივნისიდან იწყება. ამიტომაც ამინდის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მოსახლეობა და მთავრობა ამ პერიოდს მომზადებული უნდა შეხვდეს.

სინოპტიკოსების განცხადებით, ქარიშხლების თავლსაზრისით განსაკუთრებული აქტივობაა მოსალოდნელი ინდოეთის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ. იქ ტროპიკული ქარიშხლების სეზონი სექტემბრიდან დაიწყება.

XS
SM
MD
LG