ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ძალზე საშიში ქვეყანაა ჟურნალისტებისთვის


რუსეთი ძალზე საშიში ქვეყანაა ჟურნალისტებისთვის. 2000 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში სულ ცოტა 20 ჟურნალისტი მოკლეს და რამდენიმე მათგანი სასტიკად აწამეს. ნათქვამია ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის განცხადებაში.

უკანასკნელი მსხვერპლი „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტი ელენა მილაშინა იყო. მილაშინა რუსეთის პოლიციის ანტინარკოტიკული სამსახურის საქმიანობას იძიებდა და ამავე დროს ხშირად აქვეყნებდა რეპორტაჟებს ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტზე.

4 აპრილს ელენა მილაშინა და მისი მეგობარი ელა ასოიანი ორმა უცნობმა მამაკაცმა სასტიკად სცემა ქუჩაში. მილაშინამ თავის მძიმე ტრამვა მიიღო. 14 აპრილს რუსეთის პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა ამ საქმესთან დაკავშირებით.

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის განცხადების თანახმად, ჟურნალისტებზე თავდასხმები რუსეთსი სისტემატიურ ხასიათს ატარებს. 2006 წელს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, პოლიციამ რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა. ქალბატონი პოლიტკოვსკაია ჩეჩნეთის ომის საკითხებზე მუშაობდა, როდესაც ის საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს.

კიდევ ერთი გაუხსნელი საქმე 2009 წელს ჩეჩენი ჟურნალისტი ქალის ნატალია ესტემიროვას მკვლელობაა, 2004 წელს კი მოსკოვში ჟურნალ „ფორბსის“ რუსული ვერსიის რედაქტორი პოლ ხლებნიკოვი მოკლეს. ხლებნიკოვი დაინტერესებული იყო ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღევებით. მისი მკვლელის ვინაობა დღემდე უცნობია.

ვებ გვერდის კავკაზსკი უზელის რედაქტორი და ორგანიაზაცია მემორიალის აქტივისტის ნატალია ესტემიროვას გატაცება მკვლელობა ჩეჩნეთის პრორუსული ხელისუფლების წევრებთან არის დაკავშირებული.

შეერთებული შტატები დიდი ხანია შეშფოთებას არ მალავენ რუსეთში ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებზე და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ. ჟურნალისტებს მთელს მსოფლიოში უნდა ჰქონდეთ თავისუფლად მუშაობის საშუალება.

XS
SM
MD
LG