ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განდევნილი და გასადევნი დევნილების შესახებ


განდევნილი და გასადევნი დევნილების შესახებ
განდევნილი და გასადევნი დევნილების შესახებ

რა ხდება თბილისში მცხოვრები დევნილების თავს, რა შეთავაზებისა და პრობლემების წინაშე დგანან ისინი?

დევნილების იძულებითი გამოსახლების პროცესი გრძელდება. ამის შესახებ ცენტრალური ტელევიზიები დუმილს ამჯობინებენ. რა ხდება თბილისში მცხოვრები დევნილების თავს, რა შეთავაზებისა და პრობლემების წინაშე დგანან ისინი?

ამის თაობაზე საქართველოს სხვა ადილებში მცხოვრებლმა დევნილებმა მხოლოდ ყურმოკვრით იციან. ან საიდან უნდა იცოდნენ, როდესაც ის სატელევიზიო მაუწყებლობები, რომელთა სიხშირე მთელს საქართველოს ფარავს, გამოსახლებების შესახებ არაფერს ამბობს, ინტერნეტზე კი დევნილებს ხელი არ მიუწვდებათ.

ნიკოლოზ დოიჯაშვილს ერგნეთში სახლი 2008 წლის აგვისტოში დაეწვა. მას შემდეგ გორის ერთერთ საბავშვო ბაღში ცხოვრობს მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. ერთერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოსაზამთრებლად პატარა კოტეჯი მათ ოჯახს ერგნეთში მართალია აუშენა, მაგრამ დოიჯაშვილების ოჯახი იქ ცხოვრებას ვერ ახერხებს. 24 კვადრატული მეტრის ფართობის კოტეჯი ნიკოლოზის მამას და მის ოჯახს უკვე აქვს დაკავებული. დევნილებთან მიმართებაში არსებული პრაქტიკის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნიკოლოზს და მის 4 სულიან ოჯახს საბავშვო ბაღს მალე იძულებით დაატოვებინებენ.

„ნეთგაზეთი“, ქართული ინტერნეტგამოცემა, დევნილების გამოსახლების პროცესს აქტიურად აშუქებს. მისი რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე ქართულ სატელევიზიო სივრცეში დევნილების გამოსახლების პროცესის ასახვის თაობაზე საუბრისას, ამბობს, რომ მისთვის რთულია ახსნას, რატომ არ ეხებიან ცენტრალური მაუწყებლობები ამ საკითხს. იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოების ინფორმირებულობას ამ კუთხით.

ნინო კახიშვილი „ნეთგაზეთის“ ჟურნალისტია, რომელმაც საიტისთვის დევნილების გამოსახლების პროცესის ამსახველი ვიდეომასალა გადაიღო. იგი ამბობს, რომ გამოსახლებამ რომელსაც თავად დაეწრო, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა:

„არავინ არაფერს არ აპროტესტებდა. უმეტესობა ამბობდა, რომ ჩხუბს და აყალ–მაყალს აზრი არ ქონდა, რადგან ამით გამოსახლებას მაინც ვერ შეაჩერებდნენ.ერთმა ქალბატონმა მითხრა, რომ თბილისიდან წასვლას არ აპირებდა, რადგან სხვაგან ცხოვრების ხელახლა აწყობას ვერ შეძლებდა. დევნილების უდიდსმა ნაწილმა არაფერი იცოდა იმის შესახებ, სად უპირებდნენ გადასახლებას “– ამბობს ნინო კახიშვილი.

დევნილების იძულებითი გამოსახლების პროცესი გრძელდება.

XS
SM
MD
LG