ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში ბაზიერობა აღორძინდა


საქართველოში ბაზიერობა აღორძინდა

UNESCO-ომ ბაზიერობა უძველესი ქვეყნების ტრადიციად, ხელოვნებად და მეცნიერებად აღიარა და ბაზიერობის დაცვის გადაწყვეტილება მიიღო.

2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ბაზიერთა კავშირი დაარსდა. ინგლისში მსოფლიო ბაზიერთა ფორუმზე, სადაც 150 ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველო მიმინოთი ნადირობის ტრადიციის ერთ-ერთ უძველეს ქვეყნად დასახელდა.

UNESCO-მ ბაზიერობა უძველესი ქვეყნების ტრადიციად, ხელოვნებად და მეცნიერებად აღიარა და ბაზიერობის დაცვის გადაწყვეტილება მიიღო.

"საქართველოში ბაზიერობა მეფობის ხანის დამთავრებასთან ერთად შეწყდა, კომუნისტურმა რეჟიმმა ეს ტრადიცია მეფეთა გართობად და მავნე გადმონაშთად შეაფასა და აკრძალა!" - ამბობს ბაზიერთა კავშირის თავმჯდომარე ალექსანდრე კვანტალიანი. მისივე თქმით, კავშირში 500-მდე ბაზიერია გაწევრიანებული, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ცხოვრობენ. ამის მიზეზი კი ის გახლავთ,რომ ფრინველების მიგრაციის ზონა დასავლეთ საქართველოს რეგიონებზე მოდის.

"აგვისტოდან ვიწყებთ მტაცებელი ფრინველების დაჭერას სპეციალური ბადეებით, ვწვრთნით, ვგეშავთ მათ.. ოქტომბრის დასაწყისში, როგორც კი ნადირობის სეზონი დაიწყება მათ ისევ ბუნებაში ვუშვებთ. ერთ კვირაში ისინი იღდგენენ თავს, ველურდებიან, უბრუნდებიან მიგრაციის ზონას, მომავალ წელს ისევ ახლებს ვიჭერთ."- აღნიშნავს ალექსანდრე კვანტალიანი.

ბაზიერობის ტრადიციამ საქართველო შესაძლოა ეგზოტიკური ტურიზმის ქვეყნად აქციოს.

"მიმინოშვილები, შევარდნაძეები, ქორიძეები, მარჯანიშვილები, სონღულაშვილები არიან ბაზიერების შთამომავლები" - ამბობს მადონა კინწურაშვილი, რომელმაც გასული წლის ბოლო დღეებში ბაზიერთა ფედერაცია დაარსა, რომელშიც ასევე ბაზიერთა კავშირი გაერთიანდება:

” მოვინახულე დასავლეთ საქართველოში ბაზიერები, ყველაზე მეტად რამაც დამაინტერესა არის ის, რომ ბაზიერები არიან ქალები, ბავშვები, გოგონები.. სხვათაშორის მიმინოებს უვლიდნენ ქალები.როცა მონადირე თოფის ნაცვლად ფრინველს გამოიყენებს, ის ხდება ბუნებრივი პროცესების თანამონაწილე."

საქართველოს ბაზიერთა ფედერაცია გეგმავს 2011 წელს ბაზიერთა ფორუმის ჩატარებას, სადაც 160 ქვეყნიდან ბაზიერებს მოიწვევს.

XS
SM
MD
LG