ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ნატოს ჯარისკაცები დაიღუპნენ


ავღანეთში ნატოს ჯარისკაცები დაიღუპნენ

დღეს ავღანეთის უშიშროების თანამშრომელი საკუთარ მანქანაში ააფეთქეს ქალაქ ყუნდუზში.

ნატოს განცხადებით, ავღანეთის პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა კაცმა ქვეყნის აღმოსავლეთში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ერთი ჯარისკაცი მოკლა.

ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელი მართლა პოლიციელი იყო, თუ შენიღბული ტერორისტი. ავღანეთში გახშირდა ნატოს ოფიცრებზე თავდასხმები, რომლებშიც ავღანეთის უშიშროების ძალების წარმომადგენლები, ან პოლიციის ფორმაში გადაცმული თალიბები მონაწილეობენ.

ნატოს განცხადების თანახმად, ამ ორგანიზაციის კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა დღეს პარტიზანებთან შეტაკების შედეგად. წელს ავღანეთში დასავლეთის კოალიციური ძალების 330-ზე მეტი ჯარისკაცი მოკლეს.

დღესვე ავღანეთის უშიშროების თანამშრომელი საკუთარ მანქანაში ააფეთქეს ქალაქ ყუნდუზში.

XS
SM
MD
LG