ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის მთავრობა ბრალდებას უარყოფს


პაკისტანის მთავრობა ბრალდებას უარყოფს
პაკისტანის მთავრობა ბრალდებას უარყოფს

პაკისტანის სადაზვერვო სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და მისი ორგანიზაციის კავშირს ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტთან უსაფუძვლოს უწოდებს.

ამერიკელი სამხედრო ოფიცრის ადმირალ მაიკ მალენის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ პაკისტანის მთავრობას ჟურნალისტის მკვლელობის სანქციონირებაში მიუძღვის ბრალი.

საუბარია მაისში გარდაცვლილ პაკისტანელ სალიმ შაჰზადზე. ის ისლამაბადიდან 29 მაისს გაქრა. მისი გვამი ორი დღის შემდეგ არხში იპოვეს და მას სხეულზე წამების კვალი აღენიშნებოდა.

სიკვდილამდე სალიმი ჟურნალისტური გამოძიებით იყო დაკავებული. ის პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს და ისლამისტურ ჯგუფებს შორის არსებულ კავშირებს იძიებდა.

პაკისტანის სადაზვერვო სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და მისი ორგანიზაციის კავშირს ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტთან უსაფუძვლოს უწოდებს.

XS
SM
MD
LG