ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესი პოპულარობას კარგავს


კონგრესი პოპულარობას კარგავს

გასულ წელს კონგრესში ბიუჯეტის საკითხებზე მწვავე დაპირისპირება იყო.

გასულ წელს კონგრესში ბიუჯეტის საკითხებზე მწვავე დაპირისპირება იყო. რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთმანეთს კონგრესის ჩიხში შეყვანაში სდებდნენ ბრალს.

„კონგრესმა უკვე გადადგა ნაბიჯი და ეხლა ადმინისტრაციის მოქმედების დროა. გვითხარით სად ხართ?“ - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა რესპუბლიკელმა ჯონ ბეინერმა.

პრეზიდენტმა ობამამ კი ფინანსური დეფოლტის საფრთხეში კონგრესი დაადანაშაულა.

„კონგრესმა ერთად უნდა იმუშაოს და არ დაუშვას დეფოლტის და ეკონომიკური კატასტროფის საფრთხე,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

შარშან კონგრესმა მხოლოდ 80 კანონის მიღება შეძლო, როდესაც შარშანწინ 258 კანონი დაამტკიცა. ამით კი ბევრი ამერიკელი გამოხატავს უკმაყოფილებას.

„მათი მუშაობა აარეფექტურია და არ შეესააბამება ჩემი და საშუალო ამერიელების ინტერესებს“ - აცხადებს ერთერთი ამერიკელი მოქალაქე.

როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსები აცხადებენ კონგრესისადმი უკმაყოფილება ღრმავდება.

„ჩვენი გამოკვლევით კონგრესის წევრის პატიოსნების და ეთიკური რეიტინგი სხვა პროფესიების ადამინების რეიტინგზე დაბალია. ის უფრო დაბალია ვიდრე ტელემარკეტოლოგების, რომელთაც ასევე დაბალი ეთიკური რეიტინგი გააჩნიათ. ასევე უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ ავტომობილების გამყიდველებს ვიდრე კონგრესმენებს“ - ამბობს გელოპის სოციოლოგიური გამოკითხვების რედაქტორი ფრენკ ნიუპორტი.

ანალიტიკოსები ასევე ფიქრობენ, რომ კონგრესის წარმატებულ მუშაობას ორ პარტიას შორის მკვეთრი დაპირისპირებაცე უშლის ხელს.

„ჩვენ გვაქვს ორი პარტია, რომელიც იდეოლოგიურად და პრიორიტეტების მიხედვით საკმაოდ პოლარიზებულია. რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის შეთანხმების მიღწევა ძალიან რთულია,“ - ამბობს ისტორიკოსი ალან ლიხტმანი.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას კონგრესთან შედარებით საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს. ბოლო გამოკითხვებით მისი პოპულარობა 46 პროცენტით განისაზღვრება. თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, ნოემბრის არჩევნებამდე ამ რეიტინგის კლების საფრთხე აშკარაა.

ამომრჩევლებს ფრუსტრაცის დაძლევის და ლიდერების ცვლილების შანსი ნოემბერში მიეცემათ, თუკი დარწმუნდებიან რომ მათი რჩეული დაკისრებულ მოვალეობას უკეთ შეასრულებს.

XS
SM
MD
LG