ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანელი სტუდენტები აპროტესტებენ


ავღანელი სტუდენტები აპროტესტებენ

2ათასი ავღანელი პოლიტიკოსისა და ტომთა ბელადისგან შემდგარი ლოია ჯირგა 4 დღის განმავლობაში განიხილავდა ამერიკასთან პარტნიორობის დეტალებს.

ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დემონსტრაცია გაიმართა, რომლშიც ძირითადად სტუდენტები მონაწილეობდნენ. ისინი ამერიკასა და ავღანეთს შორის დადებულ სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ხელშეკრულებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეიარაღებული ძალების ერთი ნაწილი ავღანეთში დარჩება მას შემდეგ, რაც საერთაშორისო შენაერთები ქვეყანას 2014 წელს დატოვებენ.

2ათასი ავღანელი პოლიტიკოსისა და ტომთა ბელადისგან შემდგარი ლოია ჯირგა 4 დღის განმავლობაში განიხილავდა ამერიკასთან პარტნიორობის დეტალებს. მიუხედავად იმისა, რომ ლიოა ჯირგა ხელშეკრულების გაფორმებას დათანხმდა, დელეგატების მოთხოვნით, ამერიკის ჯარებმა ღამის რეიდები უნდა შეწყვიტონ და ტყვეები ავღანეთის სამართალდამცავ სისტემას უნდა გადასცენ.

თალიბანმა ლოია ჯირგას გადაწყვეტილება დაგმოდა ავღანეთიდან საერთაშორისო შენაერთები დაუყოვნებელი გასვლა მოითხოვა.

XS
SM
MD
LG