ლიბიის უშიშროების ძალებმა დემონსტრაციის მონაწილეებს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს.
აშშ-ის ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების განცხადებით, დარბევების შედეგად 5 დღის განმავლობაში 173 ადამიანი დაიღუპა.
დღეს ეს დასკვნა ორგანოზაცია "ჰუმან რაითს ვოჩმა" გამოქვეყნა. თვითმხილველების განცხადებით, ქალაქ ბენგაზიში სნაიპერებმა ცეცხლი ერთ-ერთი დარბევის დროს დაღუპული ადამიანების დაკრძალვის ცერემონიალს გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 15 ადამიანი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს აფრთხილებს მოერიდონ ლიბიის აღმოსავლეთით მგზავრობას დაძაბული ვითარების გამო. რეგიონში ძალადობის ესკალაცია გამორიცხული არ არის.