ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს კონგრესში ბოლო სესია გაიმართა


აშშ-ს კონგრესში ბოლო სესია გაიმართა
აშშ-ს კონგრესში ბოლო სესია გაიმართა

ხელშეკრულება შეერთებულ შტატებს აძლევს საშუალებას მსოფლიოს მეორე დიდი ბირთვული ქვეყნის შეიარაღების მონიტორინგი. აწარმოოს.

დღეს შეერთებული შტატების კონგრესის ბოლოს სესია დაიწყო, სადაც კანონდმებლები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხლავენ, მათ შორის გადასახადების თემას და რუსეთთან ბირთვული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას.

დღეს, „ვაშინგტონ პოსტის“ ფურცლებიდან სახლემწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა სენატს ამ დოკუმენტის მიღებისკენ მოუწოდეს.

მათი განცხადებით, ეს ხელშეკრულება შეერთებულ შტატებს აძლევს საშუალებას, რათა აწარმოოს მსოფლიოს მეორე დიდი ბირთვული ქვეყნის შეიარაღების მონიტორინგი.

როგორც ცნობილია, ამ ხელშეკრულებით შეერთებული შტატების და რუსეთის ბირთვული არსენალი თითქმის მესამედით მცირდება.

XS
SM
MD
LG