ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ჯარისკაცებმა პალესტინელი მოკლეს


ისრაელის ჯარისკაცებმა პალესტინელი მოკლეს
ისრაელის ჯარისკაცებმა პალესტინელი მოკლეს

მამაკაცი ბოთლით აპირებდა ჯარისკაცებზე თავდასხმის განხორციელებას.

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ნაბლუსთან განლაგებულ ისრაელის საგუშაგოსთან, ისრაელის ჯარისკაცებმა თავდაცვის მიზნით მოკლეს პალესტინელი კაცი. მათი თქმით, მამაკაცი ბოთლით აპირებდა ჯარისკაცებზე თავდასხმის განხორციელებას.

მათივე განცხადებით, მამაკაცმა ყურად არ იღო ჯარისკაცების მიერ გაცემული რამდენიმე გაფრთხილება, რის გამოც ჯარისკაცები იძულებული შეიქნენ ცეცხლი გაეხსნათ მისთვის.

ისრაელის სამხედრო წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ამ ინციდენტის შემდეგ, რამდენიმე საათში დანით შეარაღებული პალესტინელი კაცი თავს დაესხა ორ ქალ ჯარისკაცს.

ამის ფონზე, დღეს დაკრძალეს პალესტინელი ქალი, რომელიც ქალაქ ბილინში საპროტესტო აქციის დროს, ისრაელის სამხედრო ძალების მიერ გამოყენებული ცრემლსადენი გაზის ბალონის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

XS
SM
MD
LG