ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიციის ახალი განცხადება


სირიის ოპოზიციის ახალი განცხადება
სირიის ოპოზიციის ახალი განცხადება

ჰარმუში სირიის დაზვერვამ თურქეთში დააკავა და სირიაში ჩაიყვანა.

სირიის ოპოზიცია ეროვნული საბჭოს შექმნის შესახებ აკეთებს განცხადებას. ამ საბჭომ პრეზიდენტ ასადის გადადგომის მიზნით, ერთობლივი სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს.

დღეს, სირიაში ამბოხების დაწყებიდან მეექვსე თვის აღსანიშნავად, ოპოზიციური ჯგუფები სტამბოლში შეიკრიბნენ და ასოცდაათწევრიანი საბჭო დააფუძნეს. ამ ადამიანებიდან ნახევარი სირიაში ცხოვრობს, დანარჩენი კი გადასახლებაში მცხოვრები დისიდენტები არიან.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სანას ცნობით, უახლოეს მომავალში სააგენტო გაავრცელებს პოლკოვნიკ ჰუსეინ ალ ჰარმუშის აღიარებით ჩვენებებს, რომელიც რამდენიმე თვის წინ თურქეთში გაიქცა. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ჰარმუში სირიის დაზვერვამ თურქეთში დააკავა და სირიაში ჩაიყვანა.

XS
SM
MD
LG