ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი, სავარაუდოდ, ხმების 62-66 პროცენტს დააგროვებს.

რუსეთში კვირას საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უპრეცედენტო დემონსტრაციები იმართება ვლადიმირ პუტინისა და მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ წინააღმდეგ, მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ არჩევნებში პუტინი გაიმარჯვებს.

დამოუკიდებელმა ორგანიზაცია ლევადა ცენტრმა, რომელიც არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაციაა, განაცხადა, რომ საზოგადოებრივი აზრის ბოლოდროინდელმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ პუტინი, სავარაუდოდ, ხმების 62-66 პროცენტს დააგროვებს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში განმეორებით არჩევნები არ დაინიშნება.

რუსების 80 სჯერა, რომ პუტინი ქვეყნის პრეზიდენტი აუცილებლად გახდება.

XS
SM
MD
LG