ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რობერტ გეითსი ჩინეთის დარწმუნებას ცდილობს


რობერტ გეითსი ჩინეთის დარწმუნებას ცდილობს
რობერტ გეითსი ჩინეთის დარწმუნებას ცდილობს

ორ ქვეყანას შორის გაუგებრობება შეიძლება კონფრონტაციით დასრულდეს.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი დღეს პეკინში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტის მთავარ მიზანს სამხედრო სფეროში პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება წარმოადგენს.

პეკინში ყოფნისას გეიტსი ჩინეთის პრეზიდენტს ჰუ ჟინტაოსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. გეიტსი შეეცდება კიდევ ერთხელ დაარწმუნოს ჩინეთის სამხედროები, რათა ორი ქვეყნის სარდლობას შორის სტაბილური ურთიერთობა განვითარდეს იმ გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, რომელიც შეიძლება კონფრონტაციით დასრულდეს.

შაბათს ჩინეთში გამგზავრებამდე გეიტსმა ჟურნალისტებს მოახსენა, რომ პენტაგონს ჩინეთის სამხედრო ძალების მიერ უახლესი შეიარაღების შეძენა აშფოთებს.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჩინეთის სამხედროებმა პირველი უხმაურო გამანადგურებელი იმაზე ადრე შექმნეს, ვიდრე ამას ამერიკელი ექსპერტები ელდონენ. ამას გარდა, გეიტსმა ჩინეთის სამხედრო ძალების მიერ ახალი გემსაწინააღმდეგო რაკეტების განვითარებასთან დაკავშირებითაც შეშფოთება გამოთქვა.

XS
SM
MD
LG